ბულგარეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის ახალი ერა იწყება - ლაიენი

02 ოქტომბერი 2022, 14:20 195 ნახვა

პუტინი ევროპას ისევ ბუნებრივი აირით აშანტაჟებს, გაზპრომმა გაზის მიწოდება ამჯერად იტალიას შეუწყვიტა. ევროპა ახალ გზებს ეძებს რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

ექსპლუატაციაში შევიდა საბერძნეთ-ბულგარეთის გაზსადენი, რომელიც  ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

182 კილომეტრიანი მილსადენი დაეხმარება ბულგარეთს, რომელიც აპრილის ბოლოდან ცდილობს იპოვოს ალტერნატიული გზა გაზის ხელმისაწვდომ ფასად მისაწოდებლად. მანამდე რუსეთის გაზპრომმა რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო ბულგარეთს მიწოდება შეუწყვიტა.

რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება მას შემდეგ შეამცირა, რაც დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.

ახალი საერთაშორისო მილსადენი გაზს ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კომოტინიდან ბულგარეთში, სტარა ზაგორამდე გადაიტანს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი