დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა

10 ოქტომბერი 2022, 17:48 564 ნახვა

ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომა გაიმართა.  მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-28 წლების სტრატეგიისა და მისი 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება. მინისტრების თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობის, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას.მთავრობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია მიმართულია კაპიტალის ბაზრის ამოქმედების გზით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში