ნატო ბირთვული ძალების წვრთნებს იწყებს

17 ოქტომბერი 2022, 11:03 335 ნახვა

ნატო-ს ბირთვული ძალების წვრთნები სახელწოდებით „მტკიცე შუადღე“  დღეს დაიწყება და მასში   14 ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სი-ენ-ენი ავრცელებს. 

წვრთნებში სულ 60 თვითმფრინავი  ჩაერთვება. მათ შორის, სამხედრო ბომბდამშენები, მზვერავი თვითმფრინავები და საწვავით უზრუნველყოფისთვის საჭირო ავიაცია, გამოიყენებენ  ბირთვული ქობინების მატარებელ  თვითმფრინავებსაც.

ბირთვული ძალების წვრთნები  ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეში გაიმართება.  მისი მიზანია, ნატო-ს ქვეყნების ბირთვული შეკავების ინსტრუმენტები კვლავაც ინარჩუნებდეს ეფექტურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას. პარალელურად, ბირთვული ძალების წვრთნებისთვის ემზადება რუსეთიც. ის ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაიმართოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში