ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერების მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

27 ოქტომბერი 2022, 13:42 462 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ნარკოტიკული საშუალებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკის მოქალაქის უ.ჟ.ტ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ჯამში 4.131 გრამი და ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (165 აბი, 6 ამპულა,11 კაფსულა ) აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261 და 262-ე მუხლებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში