20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პრემიერობის დროინდელი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმყოფებოდა

18 ნოემბერი 2025, 18:08 105 ნახვა

2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსის გიორგი ჭოლაძის გამოკითხვა. 
მისი განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც საგამოძიებო კომოსიის სხდომაზე გააჟღერა.
ჭოლაძის თქმით, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გადაწყვეტილებებს არავის უზიარებდა და ყველაფერს დამოუკიდებლად წყვეტდა. 
ჭოლაძის განცხადებით, 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, რაც მისი თქმით, ყოვლად დაუშვებელი იყო.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში