ზესტაფონის სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული - წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა სამართალდამღრვევმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, ხოლო სამასალე მერქანი გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.