პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ციფრული სწავლების პლატფორმა ამოქმედდა

29 ოქტომბერი 2022, 11:34 472 ნახვა

პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ციფრული სწავლების პლატფორმა ამოქმედდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. აქამდე პენიტენციურ დაწესებულებებში აკადემიური სწავლება მხოლოდ კორესპონდენციული მეთოდით ხორციელდებოდა. მსჯავრდებული სტუდენტები სასწავლო მასალას იღებდნენ და წერით დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა, ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას ისინი მოკლებულნი იყვნენ. ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს   საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებს. პროექტი პირველ ეტაპზე №16 დაწესებულებაში ამოქმედდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში