პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

08 ნოემბერი 2022, 11:20 1060 ნახვა

პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. „ბლექ-სი“-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროფესიული სწავლების პროგრამებზე წელს მოთხოვნა მაღალი იყო და მსურველთა რაოდენობა სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობას სამჯერ აჭარბებდა.

დაწესებულებამ სულ 300 სტუდენტი მიიღო. პროფესიული სწავლება წელს უკვე ხელმისაწვდომია აჭარის მაღალმთიანეთში.

სასურველი განათლების მიღებას მოქალაქეები თავიანთ მუნიციპალიტეტებში გახსნილ ფილიალებში შეძლებენ.

პროფესიული სასწავლებლები კომპანიებთან თანამშრომლობენ, გადამზადების შემდეგ კი კადრებს დასაქმებას სთავაზობენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში