ქობულეთის საკრებულოს სხდომა 

10 ნოემბერი 2022, 14:28 571 ნახვა

ქობულეთის  საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე   სამი საკითხი განიხილეს. პირველი ეხებოდა საკრებულოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის გადადგომის შესახებ ცნობად მიღებას, რომელიც "მოძრაობა ხალხის ძალას" შეუერთდა და მისი განცხადების საფუძველზე გადადგა.

საკრებულოს სხდომათა დარბაზი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და აღნიშნეს, რომ ეს მორიგი ფარსია.

ფარული კენჭისყრით აირჩიეს გურამ აბაშიძე, რომელიც დღეიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე "მოძრაობა ხალხის ძალიდან" იქნება.

დღესვე საკრებულოს  კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ ცვლილებებიც შევიდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში