როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია - შალვა პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2025, 15:50 143 ნახვა

იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს შიდა ტერორიზმის საფრთხის დაკნინება და ძალადობის პროპაგანდის დაფინანსება.

„იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ტერორიზმის გამართლება და ძალადობის ნორმალიზებაა.

 

ცალკე ამბავია, რომ ტერორისტების მხარდამჭერი ამ პროპაგანდისტული მედიის ხელმძღვანელს ორი დღის წინ ევროპარლამენტმა პრემია მიანიჭა, რითაც კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ბრიუსელში არსებული ღირებულებითი კრიზისი.

 

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს შიდა ტერორიზმის საფრთხის დაკნინება და ძალადობის პროპაგანდის დაფინანსება“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე