საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

10 ნოემბერი 2022, 21:49 410 ნახვა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს.

„მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე. საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!”, – აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში