ნიკოლოზ ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერზე მეოთხედფინალში ითამაშებს

11 ნოემბერი 2022, 12:15 613 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუანში მიმდინარე ჩელენჯერის სერიის ტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალურ დაპირისპირებაში ფრანგი მატიას ბურჟე ორ სეტში 6:4, 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილმა შეხვედრაში მეტოქის მოწოდების მოგება სამჯერ შეძლო, ხოლო თავისი მოწოდება არცერთხელ არ დაუთმია.

ნიკას მეტოქე მეოთხედფინალში უგო გასტონი იქნება. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში