მიშელი უაზრო ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვს

15 ნოემბერი 2022, 10:28 329 ნახვა

ევროსაბჭოს   პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დიდი ოცეულის წევრ  და ყველა პარტნიორ ქვეყანას  მოუწოდა  მეტი ზეწოლა მოახდინონ   რუსეთზე უკრაინაში სამხედრო  შეჭრისთვის და მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვი,  რომელიც არაპროვოცირებული ომით   გლობალური  ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის გამოწვევას ცდილობს.  

”ერთადერთი საუკეთესო გზა სურსათისა და ენერგიის მწვავე კრიზისის დასასრულებლად არის, რომ რუსეთმა დაასრულოს ეს უაზრო ომი და პატივი სცეს გაეროს წესდებას” -  განუცხადა მიშელმა ჟურნალისტებს ბალიზე დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში.

უკრაინაში რუსეთის ომის გამო  ზოგიერთმა დასავლელმა ლიდერმა  სამიტს ბოიკოტი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოწვევის გაუქმება მოითხოვა. დიდი ოცეულის  მასპინძელმა ინდონეზიამ  კი უარი თქვა პუტინის მოწვევის გაუქმებაზე და ასევე უარყო დიდი შვიდეულის  ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა სამიტზე რუსეთის ქმედებების დაგმობასთან დაკავშირებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში