ქობულეთში ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადებიან

16 ნოემბერი 2022, 19:48 638 ნახვა

აჭარის რეგიონში ნარინჯისფერი რთველი რამდენიმე დღეში დაიწყება, სოფლად მცხოვრები ფერმერები, ციტრუსის კრეფის, დაბინავების და რეალიზაციის პროცესისთვის აქტიურად ემზადებიან. როგორც ფერმერები ამბობენ, წელს მანდარინის მცირე რაოდენობაა მოსული, თუმცა გემოვნური თვისებებით გამორჩეულია. მიმდინარე წელს აჭარაში წინასწარი საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი დაახლოებით 45-ათას ტონას შეადგენს, რომელიც საექსპორტოდ ტრადიციულ და ახალ უცხოურ ბაზრებზე გავა სარეალიზაციოდ. უკვე გახსნილია ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში