სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“

20 ნოემბერი 2022, 11:57 804 ნახვა

დღეს ქალაქიდან გაუსვლელად აჭარის სოფლებში მოგზაურობას შეძლებთ. ევროპის მოედანზე ფესტივალი „განდაგანა“ გელოდებათ. 

იქნება სოფლის ნობათი, პროგრამა შოუს ელემენტებით,  ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა და კონცერტი.  

ფესტივალი 16 საათზე დაიწყება, დაწურავენ ყურძენს, გაიმართება კულინარიული მასტერკლასი ტრადიციული კერძების მომზადებაში.

კონცერტს გახსნის ზვიად ბოლქვაძე, გაგრძელდება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების გამოსვლით, საღამო  გვიან დასრულდება კახაბერისა და ხანუმების სიმღერით. ფესტივალის მიზანი სოფლად ტურიზმის პოპულარიზაციაა და 2015 წლიდან იმართება.

ფესტივალის ბიუჯეტი 250 ათას ლარამდე თანხას შეადგენს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში