საქართველოს ჩემპიონი „ხარებთან“ დამარცხდა

21 ნოემბერი 2022, 10:01 308 ნახვა

საქართველოს ჩემპიონმა "ბათუმმა" მორიგი მარცხი იწვნია. ამჯერად, ჩემპიონებმა შინ რუსთავის "ხარებთან" წააგეს -ანგარიშით 5:29. პირველ ტაიმში რუსთაველები აშკარა უპირატესობას ფლობდნენ და 3 ლელოც გაიტანეს, რაზეც ბათუმელებმა ვერაფრით უპასუხეს და ტაიმი - 0:22 წააგეს.

შესვენების შემდეგ გუნდებმა კიდევ თითო ლელო გაცვალეს. მატჩის საუკეთესო მორაგბედ ლევან ჭავჭავაძე დასახელდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში