ვითარება ბათუმის პორტში

21 ნოემბერი 2022, 19:30 1039 ნახვა

ბათუმის პორტში სამართალდამცავები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე გამნაღმველები ნაღმს ეძებენ. ბათუმის პორტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ინფორმაციით, საკონტეინერო ტერმინალში 6 საათზე მეტია  ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე გამნაღმველები მუშაობენ. თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში