ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება - ბოჭორიშვილი

17 ნოემბერი 2025, 21:37 135 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციასთან, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსთან მიმართებით შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება.

ბოჭორიშვილის თქმით, იმედი აქვს, ბრიუსელში მიმდინარე განხილვები არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ დაუმსახურებლად.

„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა ბრიუსელისთვის. ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლის საკითხიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება ინსტრუმენტად, ძალიან ხშირად შანტაჟის ინსტრუმენტად. რამდენად გამოიყენებს ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციას ქართველების, საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, ეს ბრიუსელის საქმეა. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. იმედი მაქვს, განხილვები, რომლებიც მიმდინარეობს ბრიუსელში, არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუმსახურებლად. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის შანტაჟის ინსტრუმენტი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის არ იქცევა დასჯის ინსტრუმენტად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე