ზურაბ კინწურაშვილი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია

27 ნოემბერი 2022, 11:52 266 ნახვა

ბათუმელი ტაიკვანდოისტი ზურაბ კინწურაშვილი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ( French open - G2 კატეგორიის ტურნირი) გამარჯვებულია.

პარიზში, G2 კატეგორიის ტურნირზე ზურაბ კინწურაშვილმა 74 კგ წონით კატეგორიაში ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონი გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ კინწურაშვილმა ევროპის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ ზურაბ კინწურაშვილმა მექსიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზება და მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ქართული ტაეკვანდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ქართველ სპორტსმენს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში