მექსიკის ყურეში 15 საათზე მეტხანს მყოფი დაკარგული მგზავრი გადაარჩინეს

27 ნოემბერი 2022, 10:54 711 ნახვა

მექსიკის ყურეში საკრუიზო გემიდან დაკარგული მგზავრი მაშველებმა გადაარჩინეს - ის ზღვაში 15 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა ავრცელებს.  28 წლის კაცი გემიდან მოულოდნელად გაუჩინარდა. 

ტერიტორია რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟმა დაათვალიერა, საბოლოოდ კი კაცი ლუიზიანას სანაპიროდან დაახლოებით 20 მილის დაშორებით აღმოაჩინეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

აშშ-ის სანაპირო დაცვის ლეიტენანტის თქმით, კაცი წყალში, სავარაუდოდ, 15 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. რაც  წყალში ყოფნის "ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი და მადლიერების დღის ერთ-ერთი სასწაულია".

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში