პოლონეთი დღეს მარტო არ არის - ტუსკი

17 სექტემბერი 2025, 13:48 103 ნახვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნატოს ალიანსის შესახებ საუბრისას,  თქვა, რომ ახლა პოლონეთი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე 1939 წელს იყო, როდესაც დასავლეთიდან ნაცისტური გერმანიის და აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირის შემოჭრას აწყდებოდა.  „დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა“, - თქვა ტუსკმა, - „პოლონეთს ნამდვილი ალიანსი ჰყავს“.

ტუსკმა ეს განცხადება 1939 წელს პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. განცხადებები გაკეთდა იმ დროს, როდესაც პოლონეთისა და ნატოს ჯარები სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, რაც საზღვრის გასწვრივ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი მასშტაბური წვრთნების საპასუხოდ ხდება.

„არავინ უნდა გაბედოს ალიანსის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა“, - თქვა ტუსკმა, - „მათ შორის ჩვენს სამშობლოზე“.

გასულ კვირას პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე რუსული დრონები ჩამოაგდო, რომლებიც იქ უკრაინის დასავლეთ ნაწილიდან მოხვდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი