ბერბოკი ისრაელ-პალესტინის მშვიდობიანი თანაცხოვრების გზას ასახელებს

18 სექტემბერი 2025, 13:05 43 ნახვა

მსოფლიო ლიდერები მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეიკრიბებიან, რომელზეც  ღაზისა და უკრაინის ომების, დასავლეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების ზრდისა და ირანთან ბირთვული დაძაბულობის საკითხები განიხილება.

193 წევრიან მსოფლიო ორგანიზაციაში ექვსდღიანი გამოსვლები გაიმართება, რომელსაც თითქმის 150 სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური და ათობით მინისტრი გამართავს.

ძირითადი აქცენტი ღაზის სექტორში ისრაელ-ჰამასის ომზე და იქ არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე გამახვილდება.  „ეს არის შანსი, გავუმკლავდეთ იმ რეალობას, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ვერ მოგვარდება გაუთავებელი ომით, ოკუპაციის გაგრძელებითა და ტერორით“, - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანალენა ბერბოკმა.

„ერთადერთი გზა, რომ პალესტინელებმა შეძლონ მუდმივი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსების პირობებში ცხოვრება, არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა“. ავსტრალიამ, ბელგიამ, ბრიტანეთმა, კანადამ და საფრანგეთმა პირობა დადეს, რომ ოფიციალურად აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს.

პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს აშშ-მ, ისრაელის მტკიცე მოკავშირემ, ვიზა არ მისცა, რამაც გაეროში ფართო კრიტიკა გამოიწვია. ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ვიდეოკავშირით მიმართავს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი