“პირველი ავტოგრაფი” - სასკოლო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

28 ნოემბერი 2022, 11:15 467 ნახვა

საყმაწვილო,  სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ დასრულდა.  ფესტივალის გამარჯვებულს - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის თეატრალურ დასს, სპექტაკლისათვის - "აჭარელი მოხუცები" "პირველი ავტოგრაფის" მთავარი პრიზი გადაეცა.

დახურვის ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელეს, საუკეთესოები ჟიურიმ გამოავლინა.  მათ ფესტივალის სიმბოლო, მთავარი პრიზი "არლეკინი" გადაეცათ.

ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში ამ პერიოდის განმავლობაში სასკოლო თეატრალურმა დასებმა სხვადასხვა სპექტაკლი წარადგინეს. ჩატარდა შემეცნებითი აქტივობებიც. 

„პირველი ავტოგრაფი“ წელს მეორედ გაიმართა.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში