ფრენბურთის კლუბი ''ბათუმი'' პირველი ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერია

30 ნოემბერი 2022, 22:41 722 ნახვა

საქართველოს  ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის 2022/2023 წლის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის შემდეგ გათამაშებას მამაკაცთა ფრენბურთის კლუბი ''ბათუმი''  ლიდერობს.

ბათუმელმა ფრენბურთელებმა გორის სპორტის სასახლეში  სამი შეხვედრა გამართეს და ყველა მატჩი დამაჯერებლი  სხვაობით მოიგეს.

ბათუმი - ქუთაისი 3:0
(25-16; 25-13; 25-22)

ბათუმი - სამტრედია 3:0 
(25-15; 25-19; 25-12)

ბათუმი - ცაგერი 3:1 
(23-25; 25-20; 27-25; 25-20).

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში