ესპანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება

02 დეკემბერი 2022, 11:53 428 ნახვა

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის  განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას. ამის შესახებ განცხადება მარგარეტ რობლესმა ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა. ცნობისთვის, ესპანეთში 6 მისამართზე, უკრაინისა და შეერთებული შტატების საელჩოებში მადრიდში, სარაგოსაში იარაღის მწარმოებელ კომპანიაში, პრემიერის ოფისში, სამხედრო ავიაბაზასა და თავდაცვის სამინისტროში საეჭვო ამანათები, რომლებშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა, გუშინ მიიტანეს. მომხდარს ესპანეთის პოლიციამ სავარაუდო ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. პოლიცია შემთხვევებს შორის კავშირს იკვლევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში