„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

06 ნოემბერი 2025, 12:06 106 ნახვა

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ. მათივე ცნობით, ამჟამად ცხედრები თელ ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიცირებისთვისაა გადასვენებული.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლების ცხედრებია, „ჰამასს“ ექვსი დაღუპული მძევალი დარჩება გადასაცემი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე