ფილიპინებში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, 26 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულებს შორის შორის ექვსი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც კუნძულ მინდანოზე ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, ასობით სახლი ნანგრევებად იქცა. სტიქიის გამო 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.