საპროტესტო აქციები ბელგრადში

06 ნოემბერი 2025, 12:07 94 ნახვა

ბელგრადში, პარლამენტის წინ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები დიანა ჰრკას მიერ გამოცხადებული შიმშილობის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მისი შვილი რკინიგზის სადგურის ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა შორის  ერთ-ერთია. პარალელურად, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ მთავრობის მომხრეებიც. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა.

მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

შედეგად, ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არც ერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა. პოსტი დატოვა პრემიერმაც თუმცა ამით საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე