სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ქალებს საფრანგეთიდან

04 დეკემბერი 2022, 11:03 414 ნახვა

“არ არის აუცილებელი იყო ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ, აუცილებელია გამოხატო სოლიდარობა თუ ეს ამბავი გაწუხებს! “ - ამ შინაარსიის ტრანსფარანტებით სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ქალებს ემიგრანტმა ქალებმა საფრანგეთიდან გამოუცხადეს.

აქციის მიზანია, ხმამაღლა ისაუბრონ ფემიციდის შეჩერებასა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე. ქართველი ქალების ნაწილი, რომელიც ფემიციდს სწორედ ემიგრაციით გადაურჩა, დღეს თავად იცავენ სხვის უფლებებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  ქართველ ქალებს ახლაც ჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების არაინფორმირებულობის გამო საფრანგეთში ცხოვრების უფლებას ვერ იღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში