61 წლის მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

04 დეკემბერი 2022, 14:06 235 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1987 წელს დაბადებული. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1960 წელს დაბადებულს და მიიმალა. დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში