მთავრობის სხდომა

05 დეკემბერი 2022, 15:03 301 ნახვა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ნარინჯისფერ რთველზე გააკეთა განცხადება. პრემიერ- მინისტრის თქმით,  მთავრობის გადაწყვეტილებით,  არასტანდარტულ  მანდარინზე სუბსიდია გაიცემა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.

ირაკლი ღარიბაშვილის  თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა. ისევ ისაუბრა მთავრობის  ეკონომიკურ პოლიტიკაზე და თქვა, რომ  იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა. 

შეეხო მეზღვაურების სერთიფიკატების საკითხსაც და განმარტა, რომ  მეზღვაურები საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს 73 საზღვაო სახელმწიფოში გამოიყენებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში