სენატორების წერილი მარკო რუბიოს-შეფასებები

06 ნოემბერი 2025, 14:54 105 ნახვა

აშშ-ის სენატორების წერილი მარკო რუბიოს- ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენ ჯო უილსონმა და სტივ კოენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ, ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.

წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.

წერილი შეაფასეს პოლიტიკოსებმა თბილისში.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე