გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.
აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის თავდადებულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.