სამი ახალი სახლი ავარიულის ნაცვლად

06 დეკემბერი 2022, 19:52 352 ნახვა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე „ - პროგრამის განხორციელება დაწყებულია და დღეიდან კიდევ სამ ობიექტზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო შეთანხმების მიღწევის შემდეგ მალევე ავარიული სახლების ადგილზე მშენებლობა უნდა დაიწყოს. ოჯახებს მერია ქირით გაიყვანს. ასობით ოჯახი დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს. გათვალისწინებული თანხები შესაძლოა ბიზნეს ინტერესებს არ მოერგოს, თუმცა ეს ქალაქის მერიამ გაითვალისწინა და მშენებელს სხვა მშენებლობებზე უპირატესობის გარანტია დაუთქვა. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ორი სახლის მშენებლობა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში