შეხვედრა თეთრ სახლში

18 ოქტომბერი 2025, 11:42 118 ნახვა

თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ასევე საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან და დაადასტურა რომ მას ბუდაპეშტში გამართულ სამიტზე შეხვდება.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხარეები ომის დასასრულებლად მზად არიან, მან ასევე აღნიშნა, რომ საუბრის პროცესში შეინიშნება პროგრესი. აღნიშნა, რომ მხარეებმა ერთმანეთის სიძულვილი უნდა მოიშორონ, რადგან ეს აფერხებს შეთანხმებას.

ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან სატელეფონო საუბარი არ შედგებოდა. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი საუბარი საინტერესო და გულთბილი იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში