 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე შუამდგომლობის განხილვა სასამართლოში 9 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება, მათ შორის მოწმეების დაკითხვას, მინიმუმ 2 პროცესი.
როგორც ლომია განმარტავს, დასკვნის შემდგენი ექიმი-სპეციალისტები, ექსპერტები სასამართლოს განმარტებებს მისცემენ როგორ მივიდნენ არსებულ დასკვნამდე, განმარტებებს მისცემენ ასევე, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებიც. ამის შემდეგ კი როგორც ადვოკატი ამბობს, მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            