აშშ უკრაინაში ჯარისკაცებს არ გააგზავნის - ბაიდენი

13 დეკემბერი 2022, 11:09 394 ნახვა

აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

სიენენის“ ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა. ტელეკომპანიის მონაცემებით, 21,7 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერისთვის; 14,5 მილიარდი დოლარი – უკრაინის ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერისთვის.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში