ევროპარლამენტარები სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ

14 დეკემბერი 2022, 20:09 552 ნახვა

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშიც ფიქსირდება. კერძოდ, ევროპარლამენტი ერთ-ერთ შესწორებაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მისი „კონსტიტუციური პრეროგატივები“ გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად. ევროპარლამენტარების მიერ ინიცირებულ შესწორებებზე კენჭისყრის დროს, ევროპარლამენტმა მე-5 შესწორებაც მიიღო, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს რუსი ხალხისა და დაწესებულებების მიერ საქართველოს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოყენების ცნობების გამო და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს შემდგომში შეამოწმონ ეს ბრალდებები. ასევე ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანის პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში