ოკუპანტები დონბასს ყველა ძალით უტევენ, ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს - ვოლოდიმერ ზელენსკი

16 დეკემბერი 2022, 10:40 673 ნახვა

ოკუპანტები დონბასს ყველა ძალით უტევენ, ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს არმიას, ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები თავდაცვისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდემიმარათვაში განაცხადა.

მისივე განცხადებით, ერთ დღეში რუსეთმა ხერსონს 16-ჯერ გაუხსნა ცეცხლი და ასე გრძელდება ყოველდღე.  დარტყმები განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რეგიონს „ეს 300“ ტიპის რუსული რაკეტები ბელგოროდიდან ესროლეს. სამიზნეში ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მოექცა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება დონბასისა და დონეცკის ოლქები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ტოკმაკში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, რის გამოც ქალაქში მობილური კრემატორიუმები მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში