,,ზურმუხტქალაქის ჯადოქარი’’ - პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში

16 დეკემბერი 2022, 11:20 633 ნახვა

წინასაახალწო პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში. დასის რეპერტუარში ახალი სპექტაკლია - “ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“. ფრენკ ბაუმის “ოზის ჯადოქრის“ მიხედვით დადგმის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი იოსებ ბაკურაძეა.

სპექტაკლის სცენები შერეული ტიპისაა და მსახიობების ცოცხალ შესრულებასთან ერთად მაყურებელი ნახავს სცენებს თოჯინების მონაწილეობით. ამბავი დოროთისა და მისი ძაღლის ტოტოს დიდი მოგზაურობის შესახებაა. გოგონა სახლში დაბრუნებას ცდილობს, მისი მეგზურები - საფრთხობელა, რკინის კაცი და მხდალი ლომი კი ოზის ჯადოქრისგან თავიანთი ოცნებების ასრულებას ელიან.     

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში