აფეთქება პოლონეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში

16 დეკემბერი 2022, 10:53 623 ნახვა
00:00
00:00

პოლონეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში აფეთქება მოხდა, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმართველოში აფეთქდა ე.წ საჩუქარი უკრაინიდან, რის შედეგადაც პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

უწყების განცხადებით, აფეთქების შედეგად შენობის პირველი სართულის ერთ-ერთ ოთახში ჭერი ჩამოინგრა. მათი ცნობით, აფეთქდა საჩუქარი, რომელიც კომენდანტმა უკრაინაში სამუშაო ვიზიტის დროს მიიღო და ის უკრაინული სპეცსამსახურების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ იყო გაკეთებული. უწყება არ აკონკრეტებს რა საჩუქარზეა საუბარი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი