ბათუმელმა ფრენბურთელებმა ეროვნული ჩემპიონატი სამი მოგებით დაიწყეს

18 დეკემბერი 2022, 10:55 902 ნახვა
00:00
00:00

დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალ ფრენბურთელთა შორის. პირველი სამი ტურის შეხვედრებს თბილისმა უმასპინძლა.

ბათუმელმა ფრენბურთელებმა ზედიზედ დაამარცხეს „ბოლნისი“, „ქუთაისი“ და შარშანდელი ჩემპიონი „ჯიკო“.

სამი მოგების შემდეგ ბათუმის ქალ ფრენბურთელთა გუნდი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში