 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხონში 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 33 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            