ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, სასამართლომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვალა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
კერძოდ, აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელსაც ადვოკატები და ბრალდებული ნინო დათაშვილიც დაეთანხმნენ.
"ჩემი გადარჩენაა დღეს ჩემი აქედან გაშვება, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და 2 ოპერაცია მჭირდება",- განაცხადა ნინო დათაშვილმა.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს