„ვოქსის“ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური

19 დეკემბერი 2022, 03:12 6164 ნახვა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე  ,,ვოქსის" კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ინფორმაციას სამაშველო სამსახურში ადასტურებენ. მათივე განმარტებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათზე მეტი ეკიპაჟი.

განახლებული ინფორმაციით, მაშველებმა ბოლო სართულამდე შეძლეს ასვლა და ამ წუთებში ათვალიერებენ ბინებს, რომ ცეცხლის ნაპერწკალს არ შეეღწია.

კობალაძის ქუჩაზე ,,ვოქსის" კოპრუსში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა, თუმცა რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა, მოგვიანებით ხანძარი გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში