პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბეთში

21 დეკემბერი 2022, 19:54 487 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო. რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში სალმან ალ ალშეიხი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში