ბრალდებები, რომ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებს, მმართველი გუნდისთვის კონტრბრალდებების თემა ხდება. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, მისი თქმით, მიუღებელია, საქართველოს, რომლის ორი რეგიონი რუსეთს მიერ ოკუპირებულია, უკრაინის მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო უსაყვედურონ.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს არ ეკუთვნის მორალის კითხვა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არსებული ვითარებით სარგებლობენ.
ქვეყნის პირველი კანონმდებლის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა ოპოზიციაში.