ხელვაჩაურის მიმდინარე წლის ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი ლარით გაიზარდა და 72 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ცვლილება მერიის 2025 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დღეს საკრებულოს სხდომაზე განხორციელდა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული თანხა ხელვაჩაურში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და პროგრამებს მოხმარდება.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ცვლილება შეიტანეს მერიის რამდენიმე დადგენილებაში და ასევე დაამტკიცეს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა.
ასევე მოისმინეს შპს „ხელვაჩაურის წყლის“ 2025 წლის სამუშაო ანგარიში. ხელვაჩაურის საკრებულო კომისიებში უკვე განიხილავს მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 25 ნოემბრამდე მერიას რეკომენდაციებით უნდა დაუბრუნოს.