რუსუდან სიხარულიძის ვასკვლავის გახსნა ბათუმში

23 დეკემბერი 2022, 19:59 1376 ნახვა

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონისა და პრიზიორის, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის რუსუდან სიხარულიძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ვარსკვლავი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ახლად აშენებულ სპორტ კომპლექსში გაუხსნეს . გარდა აღნიშნული რეგალიებისა რუსუდან სიხარულიძე გახლავთ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი, აჭარის სპორტის დამსახურებული მუშაკი, ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქე, ქალაქ ჩიკაგოს საპატიო მოქალაქე, ასევე სპორტის რაინდი. დასახელებულია მე-20 საუკუნის საქართველოს ათ საუკეთესო ქალ სპორტსმენთა შორის და მე-20 საუკუნის აჭარის საუკეთესო ქალ სპორტსმენად. რუსუდან სიხარულიძეს დიდი წვლილი მიუძღვის აჭარასა და საქართველოში სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში