საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. აი-ბი-თი-ემ ვორლდ 2025 ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების, ავიაკომპანიებისა და მსხვილი ღონისძიებების მენეჯერებს შეხვედრა.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია, სამიზნე ქვეყნებში პრეზენტაციებისა და „როუდშოუების“ ორგანიზება, ასევე საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები.
გამოფენაზე მონაწილეობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც.